-
2015-08-26 00:47
"ბათუმელები" ავრცელებს ვიდეომასალასა და ფოტოებს დატბორილი ბათუმიდან. აჭარის დედაქალაქში წვიმის გამო რთული ვითარებაა შექმნილი, სამაშველო სამსახურის დამატებითი ეკიპაჟები დასავლეთ საქართველოდან ბათუმისკენ მიემართებიან. მოსახლეობა სახლებში წყლის შევარდნის პრევენციას საკუთარი ძალებითაც ახდენს.
გაზეთ "ბათუმელების" ინფორმაციით, დატბორილია რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, დემეტრე თავდადებულისა და ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი, 26 მაისის ქუჩის ნაწილი დავით კლდიაშვილის და პუშკინის ქუჩის კვეთებში. ასევე შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, ლუკა ასათიანის ქუჩა მთისძირის ქუჩიდან ბაგრატიონამდე.


თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29