
„კურიერის“ შაბათის გამოშვების წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ეთერში გასვლისთანავე გადაცემის შესავალ ნაწილში თქვა, რომ სტუდიაში, საიდანაც ახლა საუბრობს, ყველაგერი დაყადაღებულია.
„რუსთავი-2“-ის ქონება დაყადაღებულია. დაყადაღებულია ეს სკამი, ეს მაგიდა, კალმისტარი, კომპიუტერი, დაადაღებულია ის კამერები, რითაც გვიყურებთ, ეს შენობა, ტერიტორია, სადაც შენობა დგას და მანქანები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დგას.
ერთადერთი, რაც ამ სტუდიაში დაყადაღებული არ არის, მე ვარ. როგორც ჩანს, ქიბარ ხალვაშს გამორჩა და ჩამონათვალში არ შემიტანა, თორემ მოსამართლე აუცილებლად დამაყადაღებდა“, - თქვა გიორგი გაბუნიამ.