
HTB-ს მიერ მომზადებულ ფილმში "ჟანა ფრისკე - უკანასკნელი 24 საათი" მომღერლის ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ჟანამ შეუძლოს მას შემდეგ იგრძნო თავი, რაც იმშობიარა. მას თავის ტკივილი დაეწყო, მოგვიანებით კი თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
15 ივნისს გარდაცვლილი ჟანა ფრისკეს დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მივიდა. მათ შორის არ იყო მხოლოდ მომღერლის ქმარი - დიმიტრი შეპელევი. მან საგანგებოდ ჟანასთან ჩაყვანილი შვილი - პლატონი ყველასგან უკითხავად წაიყვანა და 14 ივნისს ბულგარეთში გაფრინდა. მოგვიანებით მომღერლის ქმარმა განმარტა, რომ ბილეთები უფრო ადრე შეიძინა, ვიდრე ჟანა შეუძლოდ გახდებოდა. ინტერვუში შეპელევმა დაამატა, რომ ცხოვრების ბოლომდე გაიტანჯება, რადგან სიცოცხლის ბოლო წუთებში ჟანასთან არ იყო.
"რატომ არ შეიძლება, რომ შვილები უფრო ადრე არ მიდიოდნენ, ვიდრე მშობლები? ეს უსამართლობაა", - იხსენებს ჟანას მამა და ამატებს, რომ მთელი ორი წლის განმავლობაში, რაც ფრისკე ავად იყო, მას ერთხელაც არ უტირია.
ვიდეოს ფანჯარაში წარმოდგენილია ფილმის შესავალი. ფილმი სრულად ნახეთ აქ.