
რადიო "სპუტნიკი საქართველო" გვამცნობს, რომ "ევრაზიული არჩევანი - საქართველოს" ლიდერი არჩილ ჭყოიძე, რომელიც საგარეჯოში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს (მანდატი ვაკანტურია თინა ხიდაშელის მინისტრთა კაბინეტში გადაყვანის შემდეგ), არასამთარობო ორგანიზაციათა რჩეულია.
შეგახსენებთ, რადიო "სპუტნიკი" საქართველოს გარდა, რამდენიმე სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაში დაარსდა, ამ ქსელის ხელმძღვანელი მოსკოვში კარგად ცნობილი, კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი კისელოვია, ხოლო "სპუტნიკი" რუსული პროპაგანდის გასავრცელებლადაა შექმნილი. ის მედიჰოლდინგ Россия сегодня-ში შემავალი რადიოსადგურია.
საქართველოში რადიო "სპუტნიკი" 2014 წლის ნოემბერში გამოჩნდა. მისი მაუწყებლობის მავნებლობის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. მოკლე პერიოდის განმავლობაში "სპუტნიკის" მაუწყებლობა საქართველოში შეჩერდა, მაგრამ მალევე ისევ აღდგა.