
მარტვილის რაიონში მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე გასვლა 13 ივნისს, სტიქიის დროს თბილისში დაღუპული ინდირა ზარანდიას ბოლო ჯგუფური აქტივობა აღმოჩნდა. ვიდეოს სოციალურ ქსელებში მისი მეგობრები აქვეყნებენ.
“ულამაზესი, უსაყვარლესი, უკეთილშობილესი და ყოველთვის მომღიმარი. უბრალოდ არაჩვეულებრივი არსება, რომელიც ძალიან დაგვაკლდება ყველას. შეუძლებელი იყო მასთან ერთად მოწყენა ჩვენთვის მუდამ ცოცხალი იქნები ინდი”-წერენ ინდირა ზარანდიას მეგობრები.