
ვაკეში 24 წლის გოგონამ, რომლის ვინაობა ამ დროისთვის დადგენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. "პრაიმტაიმნიუსის" მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას შსს ადასტურებს. გოგონას ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ქმართან ერთად იმყოფებოდა, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა და ცოტა ხნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს გამოძიება. გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელ ქუჩაზე მოხდა ტრაგიკული შემთხვევა.