
"საჭიროა, რომ ყველა შეიარაღებული ფორმირება, მათ შორის, უკანონო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირებებიც, დამექვემდებარონ მე, როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს... საჭიროა, შეიქმნას ერთიანი ფრონტი და ერთად დაიგეგმოს სამხედრო ოპერაციები", -
ჩეჩნეთიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული ზვიად გამსახურდია ამის შესახებ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც ოჩამჩირეში, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, 1993 წლის 28 სექტემბერსაა ჩაწერილი. დევნილი პრეზიდენტის თქმით, ქართველი მებრძოლები იმედიანად არიან განწყობილი: "მალე სოხუმშიც ვიქნებით", - ამბობს ინტერვიუში ზვიად გამსახურდია.