
ნალჩიკში, ცენტრალურ მოედანზე პოლიციამ დააკავა ჩერქეზი ახალგაზრდებისგან შემდგარი კოლონა, რომელიც „ანტისოჭის“ აქციის ჩატარებას გეგმავდა.
საერთო ჯამში, დაახლოებით 40 ახალგაზრდა დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა, ბრალდება არ წაუყენებიათ. მათ კუთვნილ მანქანებს სახელმწიფო ნომრები მოხსნეს.