-
2015-05-23 22:46
“პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ზუგდიდში სამეგრელოს მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერთან შეხვედრა ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა, თუმცა, თავად ინაშვილმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ "დიდ შეხვედრამდე", რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები რეგიონებში ტარდება. დამსწრეთა შორის იყო კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი.
გთავაზობთ შეხვედრის ამსახველ კადრებს, რომელიც smo.ge-მ გაავრცელა.