რიგაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროასოცირების ხელშეკრულებამდე ქვეყანა მისი ხელისუფლების დროს, ურემივით მიაგორეს.
"აი, ასე, ვკარით ხელი და მივაგორეთ. ეს ინერცია იყო, მაგრამ მერე აღარ მიდის, იმიტომ რომ იმის ნაცვლად, რომ ამ ურემს კიდევ მიაწვნენ, საქართველოს მთავრობა ჩაჯდა შიგ და ატკეპნინებს ადგილსაც და ქვეყანასაც...", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.