-
2015-05-16 01:18
"კეთილი ინებეთ და სწორად მოიტანეთ ჩემი ციტატა. მე არ მითქვამს, რომ პუტინი მტერი არ არის, მე ვთქვი, რომ პუტინი საქართველოს მტერი ვერ იქნება, რადგან სახელმწიფოს მტერი მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება იყოს", -
განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეაქციაში". ამასთან, შერიგებისა და თანასწორობის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ოკუპაცია და ანექსია ნამდვილად არის მკაფიოდ გამოკვეთილი მტერი, მაგრამ რუსეთთან კონფლიქტის მინიმიზაცია არის გზა, რომელიც გვაახლოებს ევროპასთან და ამას დასავლეთი გვიწონებს.
"პუტინს აქვს მოსახლეობის 75%-ის ნდობა რუსეთში და აჯობებს, ამას თვალი გავუსწოროთ, პუტინი კი არა, მედვედევი იყო პრეზიდენტი და ამაზე არავინ არაფერს ამბობს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.