-
2015-03-06 21:09
"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ზუგდიდის საკრებულოში გოგა თოდუამ, რომელიც გამგებლის მოადგილეცაა, "ნაციონალ" ბათლომე შელიას "ფეისბუქში" დაწერილი კომემნტარის გამო პასუხი მოსთხოვა, "უზრდელი" უწოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც შელიამ საპასუხოდ უწმაწურად უპასუხა, მას ბოთლი ესროლა.
გოგა თოდუას მხარი ორმა დეპუტატმა დაუჭირა, რესპუბლიკელმა ნიკო ზარქუამ კი შელიასთვის ხელის გარტყმა მოინდომა, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან გინება მოჰყვა. საკრებულოს სხდომა ჩაიშალა - გოგა თოდუამ და მერაბ ქვარაიამ დარბაზი სათადარიგო გასასვლელით დატოვეს.