
ტეხასელი ვერონიკა ჰერნანდესი ხმლის გადაყლაპვაშია დაოსტატებული.
მიუხედავად იმისა, რომ იგი 8 თვის ორსულია და მალე ბავშვს ელოდება, რისკიან სამსახურს თავს მაინც არ ანებებს.
ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ გადაყლაპა ვერონიკამ 28-სანტიმეტრიანი ხმალი.
ამერიკელი ქალბატონი ამბობს, რომ ადრენალინის გამო ის მზადაა ყველაფერზე წავიდეს.