
,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის, თემურ სალუქვაძის, ოპოზიციაში გადასვლის შედეგად კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" ოზურგეთის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა,–ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოზურგეთის 15 კაციან საკრებულოში ოპოზიციაში უკვე 9 წევრია. ხოლო მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა მხოლოდ ექვსია.
უმრავლესობა დაკარგა ,,ქართულმა ოცნებამ" აჭარის უმაღლეს საბჭოშიც.