უგულავა:რომ მდომოდა, ქვეყნიდან ისე წავიდოდი რეპუტაციას არ შევილახავდი

Image

10 წელი მე პრაქტიკულად ქვეყანას ვმართავდი და ქვეყნიდან წასვლა რომ მდომოდა, ისე წავიდოდი, რეპუტაციას არ შევილახავდი, - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა. 

 


უგულავას თქმით, მის მიმართ 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. "როდესაც ბრალი წამიყენეს, ეს იყო პირდაპირი შედეგი მთავრობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის რეპლიკისა ჩემი მისამართით, რომ დამეცვა სუბორდინაცია. რამდენიმე დღეში დაიწყო გამოძიება და დამთავრდა იმით, რომ ბრალი წამიყენეს ,,თბილსერვისჯგუფისა" და ,,იმედის" ეპიზოდზე. როცა პროკურორი საუბრობს ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე ყველა თქვენი ბრალდება, ბატონებო, ჩემს მიმართ არ გულისხმობს თანხების მითვისებას, მე მედავებით გაფლანგვას", - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა.

 


მისივე თქმით, როდესაც დაიწყო მზადება მერობის არჩევნებისთვის, მან შეგნებულად გადაწყვიტა მერობის კანდიდატი არ ყოფილიყო.

 

,,სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო კანდიდატს თბილისში გაუჭირდა. ვიღაცამ თქვენი ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ მე ქვეყნიდან გაქცევას ვაპირებდი. ალბათ ეს ვარაუდი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც მე პასპორტი გამიუქმეს და თავიდან შევიტანე პასპორტი ყველა საელჩოში. როგორც ჩანს, მე ვიყავი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და ეს გარემოება აღიქვეს ისე, რომ მე ქვეყნიდან წასვლას ვაპირებდი", - განაცხადა უგულავამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !