-
2015-02-18 18:15
ბრალდების მხარე გიგი უგულავასთვის გირაოს შეფარდების წინააღმდეგია,-ამის შესახებ პროცესზე პროკურორმა, მერაბ ჯერანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა იმ მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რომ უგულავა 2014 წლის 3 ივლისს აეროპორტში დააკავეს, რა დროსაც ქვეყნიდან გასვლის გზით მიმალვას ცდილობდა.
პროკურორის თქმით, ბრალდებულს აქვს საზღვარგარეთ კონტაქტები და, დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებას შეეცდება.
ამასთან, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულის მხიდან ახალი დანაშაულის საფრთხეც არსებობს.
პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მიმალვის საფრთხესთან ერთად, შესაძლოა, უგულავას პტიმრობიდან გათავისუფლებამ საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს.
დღეს მოსამართლემ უნდა მიიღოს განჩინება გათავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი პატიმრობიდან.
დაცვის მხარე "სითი პარკის" საქმეზე ბრალდებული უგულავას 20 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.