„იქვე აბანო იყო. კარი გაიღო, ათამდე შიშველი ქალი გამოვარდა კივილით, სამი წრე დაგვარტყეს და უკან შეცვინდნენ!“

Image

ლევან ბერძენიშვილი,  ვალერი გელბახიანი, ალექსანდრე შალამბერიძე, გია ჯაველიძე თვსგადამხდარ მხიარულ ამბებს იხსენებენ.

 

 ლევან ბერძენიშვილი:

 

 „რიო-დე-ჟანეიროში პლაჟზე მივსეირნობდით მე, ივლიანე ხაინდრავა და კიდევ ერთი რუსი მეგობარი. აზრზე მოსვლა ვერც მოვასწარით, რომ დანებით შეიარაღებული შვიდი - რვა ზანგის ბიჭი გვეძგერა და პირწმინდად გაგვფცქვნეს.

 

პოლიციამ მოახერხა, მძარცველები ეპოვა და განყოფილებაში ჩვენი ნივთები დაგვიბრუნეს. გამოვდივართ გარეთ და ხაინდრავა მეუბნება:

 

- ლევან, არ გეწყინოს და შენს გვერდით სეირნობა შარია.

 

- რატომ? - დავიბენი.

 

- სანამ 100 კილოს არ ჩამოსცდები, ბრაზილიაში აღარ წამოგყვები.

 

- ეგ რა შუაშია?

 

- პოლიციელმა მითხრა, ბრაზილიაში რაც უფრო მსუქანია ადამიანი, მით უფრო მდიდარი ჰგონიათო და ამ 170 - კილოგრამიან კაცს რომ გდიო, ყელის გამოჭრა გარანტირებული მაქვა“

 

ვალერი გელბახიანი:

 

„20-22 წლის ბიჭი ვარ და პატრიოტული მოტივით ციმბირში მიმდინარე სამშენებლო პროცესში ჩავები. ჩვენი, ქართველების ჯგუფი, ერთ მოზრდილ რუსულ სოფელთან დაბანაკდა.

 

მეორე დღეს შაბათი იყო და ნაწილი ლუდის ბარს ვეწვიეთ, რომელიც ცენტრში მდებარეობდა. დავლიეთ, გარეთ სკამზე დავსხედით და უცებ საოცარი სურათის მოწმენი გავხდით.

 

იქვე ერთადერთი აბანო იყო. ვხედავ, კარი გაიღო, ათამდე შიშველი ქალი გამოვარდა კივილით, სამი წრე დაგვარტყეს და უკან შეცვივდნენ! გაოგნებულნი ვართ, ხმას ვეღარ ვიღებთ. დავბრუნდით ბანაკში და ეს ისტორია მოვყევით.

 

- ხდება-ხოლმე, - დაგვამშვიდა ერთ-ერთმა, - ასეთ ადგილებში უცხოელებს ხშირად ეწყებათ ჰალუცინაციები და მოჩვენებებსაც ხედავენ.

 

- ე, ბიჭო, ნაღდი ამბავია! - მეწყინა.

 

- კარგი, ხვალ შევამოწმებთ.

 

თურმე რა ხდება - მთელი სოფელი იმ აბანოში დადის, შაბათი ქალების დღეა, კვირა - კაცების და მერე „პარნოიდან“ გარეთ დარბიან გასაგრილებლად. ურწმუნოების ნაწილმა მეორე დღეს, კვირას ცენტრს მიაშურა და ვხედავთ, დაფეთებულები მოცვივდნენ, ფერი არ ადევთ.

 

- დაგხოცავთ, თქვე აფერისტებო! - დაგვიბრიალეს თვალები.

 

- რა იყო, რა მოხდა? - შემიქანდა გული.

 

- რაღა რა მოხდა, მივედით, სკამზე დავსხედით, უცებ აბანოს კარი გაიღო და ათი ტიტლიკანა კაცი ჩვენსკენ გამოქანდა, ძლივს გამოვასწარით“.

 

ალექსანდრე შალამბერიძე:

 

„ერთი პერიოდი მუდმივმოქმედ დელეგაციაში ვიყავი, რომელშიც საქართველოს გარდა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შედიოდნენ და ექვს თვეში ერთხელ ვიკრიბებოდით. პირველ შეხვედრაზე, აეროპორტში სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთმანეთს დასცხეს.

 

შემდეგი შეხვედრა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გვქონდა. ზაფხულია, მთელი ბულგარეთი გახდილი დადის ქუჩაში და სასტუმროში რა გაგვაჩერებდა. ახლა, ყველგან ერთად დავდიოდით, მაგრამ ერთი ჩვენი მეგობარი, პარლამენტარი რომან კუსიანი ხან სად გაქრებოდა, ხან სად. ერთხელაც ბარში ვსხედვართ და რომანი ცხვირჩამოშვებული შემოდის.

 

- კაცო, სად დადიხარ, აღარ იტყვი? - ვეკითხებით.

 

- სად და ქალებში.

 

- შე ოჯახაშენებულო, გაიხედე, ქალების მეტი რა არის და შენ სადღა ეძებ?

 

- თუ ვეძებ, რა ხეირი? - ამოიოხრა.

 

- რა მოხდა?

 

- მიწისქვეშ ერთ „ტოჩკას“ მივაგენი და უპასპორტოდ არ შემიშვეს.

 

- ქალისთვის მიწაში ძვრებოდი? - გამეცინა.

 

- მე, ძმაო, სიძნელეები მიყვარს, - ამაყად გამომხედა.

 

- ჰოდა, თუ სიძნელეები გიყვარს, სასტუმროში ხათუნა გოგორიშვილს აქვს ჩვენი პასპორტები და წაართვი, ქვესკნელის დათვალიერება მინდა-თქო.

 

- რას ამბობ, ალეკო, - შეშინდა, - ეგ სიძნელე კი არა, თვითმკვლელობაა.

 

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი, გია ჯაველიძე:

 

ცოტა ინგლისური ვიცი და პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის დროს ბუშის პირად ფოტოგრაფს დავუახლოვდი. სხვათა შორის, ბუში ბრწყინვალე მსახიობია. იცის, როცა უნდა გადაიღონ და კარგად დამუშავებული მიმიკები და ჟესტები აქვს პოზირებისთვის. შეხვედრების შემდეგ ორივე პრეზიდენტს ისეთი შეცვლილი სახე ჰქონდა, გაგიკვირდებოდა.

 

პირველი დაძაბულობა მთლიანად გაქრა და ოვალურ კაბინეტში მეგობრული ატმოსფერო შეიქმნა. ბუნებრივია, შანსი ხელიდან არ გამიშვია და ორივე პრეზიდენტის შუაში გამოჭიმვა მოვასწარი, სურათის გადასაღებად.

 

შემდეგ სააკაშვილი ქალბატონ კონდოლიზა რაისს უნდა შეხვედროდა. აპარატი მოვიმარჯვე და ბუშის მრჩევლის გამოჩენას დავუწყე ლოდინი.

 

იქ ყოფნისას თავიდანვე თვალში მომხვდა ლამაზი, შავკანიანი ქალბატონი, რომელიც მოკრძალებულად იდგა კედელთან. გადასაღებად ვემზადები და ის ქალბატონი ახლა ჩემ შორიახლოს აღმოჩნდა. ვთხოვე, ოდნავ გვერდით გაწეულიყო, რომ ხელი არ შეეშალა მრჩევლის გადაღებაში.

 

წავიდა, წავიდა და სააკაშვილის მოპირდაპირედ, სავარძელში არ ჩაჯდა?! ლამის აპარატი გამივარდა! არა მგონია, შეუმჩნეველი დარჩენოდათ. კადრები ინსტინქტურად გადავიღე და კედელთან გადავინაცვლე, თვალში არავის მოვხვედროდი.

 

http://gurianews.com/

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?