
,,ნაციონალები" და ალასანიას გუნდი თავდაცვის მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ცდილობენ,-ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა და ამ მხრივ ცვლილებები მინდია ჯანელიძემ განახორციელა. მისი თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული დისკრედიტაციის მცდელობა.
,,მე ის ვიცი, რომ წლების განმავლობაში თქვენს უწყებაში არ განხორციელებულა ძირეული ცვლილებები. ის კი არა, კეზერაშვილით და ახალაიათ დაწყებული, რომელი ერთი მინისტრით დამთავრებული, მათი კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში. როცა თქვენ მიხვედით მინისტრად, თქვენ დაიწყეთ ამის ცვლილებები. სწორედ ამიტომ არის ამხელა აგრესია ,,ნაციონალებისგან" და ასევე, ჩვენი კოალიციის ყოფილი წევრებისგან," - მიმართა პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს.