გიორგი გაბუნიას დედა: „მე არც ვიყიდები და არც არავის ყიდვას ვაპირებ... შოუ გინდათ? მიიღებთ!“

Image

2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას დედა ციცინო გაბუნია წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე გენერალურ პროკურატურას ჰქონდა აყვანილი კონტროლზე, მაგრამ ის გამოუძიებელი დარჩა, ხოლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის შემდეგ ეუბნებოდნენ, რომ ეჭვმიტანილის სიკვდილის გამო საქმე დაიხურებოდა.

 

ციცინო გაბუნია იმ პირებს მიმართავს, ვისაც მიაჩნია, რომ გაბუნიას მშობლები მხოლოდ ახლა გააქტიურდნენ და განცხადებას შვილის მოკვლის შესახებ (მათი ვერსიით, გიორგი გაბუნია ზურა ვაზაგაშვილმა მოკლა, - რედ.) 12 წლის განმავლობაში არ გაუკეთებიათ.  

 

"საკმარისია,არ გრცხვენიათ ხალხო? რადგან მე შოუებს არ ვდგავდი და ჩემი შვილი სრულიად საქართველოს არ გატირეთ, ამიტომ ფული მაქვს აღებული შვილის სისხლში? საქმეს პროკურატურა იძიებდა და გამომძიებლებზეც საგამოძიებლო ნაწილში საქმეა აღძრული! გენერალურ პროკურატურას კონტროლზე ჰქონდა აყვანილი- შედეგი? ეჭვმიტანილის სიკვდილის გამო საქმეს დაგიხურავთო!

 

შედეგი არ დადგება! მაინცდამაინც სანახაობა გინდათ? მერედა ჩვენს ქვეყანაში დაზარალებულის დაცვის მექანიზმი რომ არ არსებობს არ იცით? კიდევ სისხლი გინდათ? უნდა დამთავრდეს ამ საქმის პოლიტიზირება! და არა მარტო ამ საქმის, ყველა საქმის, გამომივიდნენ აქ ტელევარსკვლავები ეს შვილმკვდარი ხალხი, ყველამ იცის თავის დროზე გახმაურებული ბექა პაპუაშვილისა და ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ, ყველამ და ყველა დუმს, არ აწყობთ სიმართლის თქმა?

 

მკვლელებს ხელს აფარებენ? სიმართლე ლევან გაბუნიამ გააჟღერა, და უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიაო...... დაგვაგიჟეს 12 წელი პროკურატურაში.... ყველაფერს აქვს საზღვარი! შოუ გინდათ? მიიღებთ! და მერე დამიდგება ვინმე გვერდზე? სიმართლისათვის! მე არც ვიყიდები და არც არავის ყიდვას არ ვაპირებ! გეკითხებით, დამიდგებით გვერდით უანგაროდ?",-წერს გიორგი გაბუნიას დედა ციცინო გაბუნია სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიას ოჯახის  ვერსიით, ის თავიდან მოიშორეს, როგორც მოწმე, რადგან გიორგი გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც 2002 წელს ბექა პაპუაშვილის მკვლელობას შეესწრო. ამ ვერსიის მიხედვით გიორგი სამართალდამცავებისთვის მკვლელის ვინაობის გამხელას აპირებდა, თუმცა ის მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოაგდეს.

 

ბექა პაპუაშვილი 2002 წლის 25 ნოემბერს საბურთალოზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ის აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. სავარაუდოდ, სამი თავდამსხმელი მას ჩაუსაფრდა და ერთერთმა სადარბაზოში ესროლა. 

 

ბექა პაპუაშვილის ოჯახის წევრები შვილის მოკვლაში თავიდანვე ადანაშაულებდნენ ზურა ვაზაგაშვილს და ამბობდნენ, რომ მისი დასჯა ვერ ხერხდებოდა, რადგან ვაზაგაშვილებს ძლიერი მფარველი ჰყავდათ, მაღაჩინოსანი პოლიციელების სახით.

 

მაგალითად, 2006 წლის 8-14 მაისის „კვირის პალიტრაში“ ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გახდა (მან თანამდებობა ოთარ ფარცხალაძის დანიშვნისთანავე დატოვა), სტატიაში წერდა: „ამ ბოლო დროს სწორედ ისეთი ადამიანები არიან ლიკვიდირებული, რომლებიც წარსულში მაღალჩინოსან პოლიციელებთან ურთიერთობასა და მეგობრობაში იყვნენ შემჩნეულნი. ცხადია, თავის დროზე მფარველები არც ხუბულოვს აკლდა და არც ვაზაგაშვილს, მაგრამ ეს არ ამართლებს არასწორად დაგეგმილ სპეცოპერაციას“.

 

ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ზურა ვაზაგაშვილის სახელი ბექა პაპუაშვილის მკვლელობასთან კავშირში მკვლელობიდან რამდენიმე დღეში უკვე გამოიკვეთა. 2003 წელს, „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ვაკე-საბურთალოს პროკურატორ-გამომძიებელი ამირან შუშანაშვილი, ფაქტობრივად, ამბობს, რომ გამოძიებამ იცის იმ პირთა ვინაობა, ვინც ამ პაპუაშვილის მკვლელობას უკავშირდება:

 

„გამოკვეთილია პირთა წრე, ვისაც ამ საშინელი დანაშაულის ჩადენა შეეძლო...ჩვენთვის ცნობილია ის პიროვნება, ვისთანაც პაპუაშვილს სამი დღით ადრე რესტორან „ვილა ძარაში“ კონფლიქტი მოუვიდა. სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით სწორედ მას ან მის ახლობლებს შეეძლოთ ოცი წლის ბიჭის მოკვლა. მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ მკვლელობაში სამი ბოროტმოქმედი მონაწილეობდა“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !