
ზურაბ ჟვანიას საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს პირველად დაიკითხება სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა, რომელიც აქამდე დუმილის უფლებით სარგებლობდა.
იგი როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარის შეკითხვებს უპასუხებს.
ადვოკატების მტკიცებით, ჩაჩუას ჩვენებით დადასტურდება ექსპერტის უდანაშაულობა.
ჩაჩუა ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, მან სრულყოფილად არ აღწერა ცხედარზე არსებული დაზიანებები.
იგი თითქმის 8 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ მოსამართლემ ათი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.