გია სოსანაშვილს ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარედგინა. სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმე 109–ე მუხლით აღიძრა , რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.
ბრალდების მხარე სოსანაშვილის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. დაცვის მხარე კი დე–ენ–ემ–ის ანალიზის განმეორებით ჩატარებას ითხოვს.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს.