„ივანიშვილმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძა და გასცა დავალება, რაც შეასრულა ბექაურმა და პარლამენტმა“

Image

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს  აპროტესტებს.

 

მისი თქმით, კანონი მარეგულირებელ კომისიაში დაიწერა და მისი ავტორი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი, კახა ბექაურია.

 

„ამ კანონის ავტორი კახა ბექაურია, რომელიც ივანიშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო და დღეს მარეგულირებლის წევრია. ეს კანონი მისი თვითშემოქმედებაა და მედიაინდუსტრიის დანგრევისკენ არის მიმართული. მან მიიღო დავალება და მან ეს დავალება შეასრულა,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

 

„რუსთავი2“-ის  ხელმძღვანელი ამბობს, რომ კახა ბექაურს სარეკლამო ბიზნესშიც აქვს პირადი ინტერესები და ამ კანონით ხელისუფლება ცდილობს, „რუსთავი2“-დან „იმედზე“ თანხების გადადინება მოხდეს.

 

გვარამია დარწმუნებულია, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღებით დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილი.

 

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გაიღვიძა ცუდ ხასიათზე და მათ მიიღეს დავალება, რაც შეასრულა ბექაურმა და საქართველოს პარლამენტმა,“ - ამბობს გვარამია. 

 

„რუსთავი2“-ის დირექტორს პრეზიდენტის იმედი აქვს და ამბობს, რომ "ამ ქვეყანაში თანამდებობის პირებს შორის გიორგი მარგველაშვილი დღეს ყველაზე ადეკვატურია."

 

„ეს არის წითელი ხაზის გადაკვეთა მედიის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი2“-ის პრობლემა. სხვა ტელევიზიებსაც გაუღრმავდებათ პრობლემები და ისინი უფრო დამოკიდებული გახდებიან საკუთარ დამფინანსებელზე,“ - ამბობს გვარამია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !