
gdnews.ge ავრცელებს ვიდეოს, რომელიც თბილისში, სამგზავრო მიკროავტობუსში ფარულადაა გადაღებული და ერთი მგზავრის მონოლოგს ასახავს. მამაკაცი რუსეთზე, მის სიძლიერეზე და საქართველოსთან მის მიმართებაზე საუბრობს.
მამაკაცი მძღოლს ესაუბრება და ტკბილად იხსენებს იმ დროს, როცა "მართლა ვცხოვრობდით", ხოლო რუსები პატივს გვცემდნენ: "რუსეთი დაუმარცხებელი ქვეყანაა, მთელ ევროპას დედა უტირა... "ოკუპანტი ქვეყანა"... მოეფერე და არ იქნება ოკუპანტი!", - ამბობს მამაკაცი.