
ბოროტმოქმედებმა ვანის რაიონის სოფელ შუამთაში მამფორიების ოჯახი დააყაჩაღეს. სამი ნიღბიანი პირი სახლში იმ დროს შეიჭრა, როდესაც ცოლ-ქმარი მარტო იმყოფებოდა.
ოჯახის უფროსის თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მძარცველებმა ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აწამეს. მათ სახლიდან ფულისა და ძვირფასეულობის წაღება მოახერხეს. ფაქტთან დაკავსირებით შს სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.