„ჯერ ძმას მოგიკლავ, მერე ბებიას, მერე შენ მოგკლავ“ - ბიძა დისშვილზე 12 წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა

Image

14 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის გამო სამტრედიაში დაკავებული მამაკაცის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ბიძა დისშვილზე 12 წლის ასაკიდან, ორი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.

 

მოზარდი ამ ფაქტის გამჟღავნებას ვერ ბედავდა, რადგან ბიძა, რომელსაც მკვლელობისთვის 19 წელი ჰქონდა მისჯილი, მას ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. ბიძა და დისშვილი სამტრედიაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

 

ტვ „იმედი“ აქვეყნებს ინტერვიუს დაზარალებული გოგონას ბებიასთან, რომელიც ამბობს, რომ გოგონამ ამბავი მეგობარს, სკოლაში მოუყვა, იმან კი შემზარავი ფაქტი ბებიასთან გაამხილა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სამართალდამცველებს შეატყობინა:

 

„რამდენჯერ მივედი სკოლის დირექტორის კართან, რომ ეგ ამბავი გამემხილა, მაგრამ ვერ გავბედეო, ბავშვს უთქვია... მერე მოუყოლია თავის მეგობარ გოგოსთან, სკოლაში, გაუმხელია, იმას უთქვამს ბებიამისისთვის და ბებიამ გახსნა ეგ საქმე... ემუქრებოდა თურმე, ჯერ ძმას მოგიკლავო, მერე ბებიასო, მერე დედაშენს მოვკლავ და ბოლოს შენ მოგკლავო...“, - ჰყვება „იმედთან“ დაზარალებულის ბებია.

 

დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !