სკანდალი მერიაში: გასაუბრებაზე გასული კანდიდატი მერიას უჩივის, მერია - კანდიდატს

Image

მერიაში მიმდინარე გასაუბრებაზე  ერთ-ერთი კანდიდატი გასაუბრების ვიდეო-ჩაწერას ახორციელებდა, რის გამოც ინციდენტი მოხდა.

 

მერიის თანამშრომლებს ფარულ ვიდეო-ჩაწერაში დადანაშაულებული  კახა ბუსკივაძე რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ.

 

ბუსკივაძის ადვოკატის, გიორგი ონიანის თქმით, რომ მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისიის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ კანდიდატი გასაუბრების ვიდეო-ჩაწერას ახორციელებდა, მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე ადგილზე სამართალდამცავები მივიდოდნენ.

 

ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. საკონკურსო კომისიის წევრებმა იეჭვეს, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც მერიის სამსახურიდან მის უკანონოდ გათავისუფლებასაც აპროტესტებს და ხელახლა გაიარა საკვალიფიკაციო გამოცდა, გასაუბრებას იწერდა.

 

აღმოჩნდა, რომ ბუსკივაძეს მართლაც ჰქონდა საათი, რომელიც ვიდეო ჩაწერას ახორციელებდა. ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს და ეჭვი დადასტურდა.

 

თავად ბუსკივაძე კი ამბობს, რომ ის სასამართლოში აპირებს საჩივრის შეტანას და მისივე გასაუბრების ჩანაწერი მტკიცებულებად სჭირდებოდა.

 

„გადავწყვიტე განმეხორციელებინა ჩაწერა ჩემი პირადი გასაუბრების, რისი მიზანიც იყო შემდგომი გასაჩვრებისათვის ამის გამოყენება მტკიცებულებად,“ - განაცხადა ბუსკივაძემ.

 

ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ შენობის გარეთ არასამთავრობოები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ, რომლებიც ვითარების გასარკვევად, შიგნით შესვლას ითხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

დღეს თბილისის მერიამ აღნიშნული ინცინდენტის გამო სამართალდამცავ უწყებებს მიმართა და მომხდარზე შესაბამისი რეაგრება მოითხოვა.

კომისიის წევრთა აზრით, კახაბერ ბუსკივაძის ქმედება მიზნად ისახავდა კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას. ინცინდენტის შემდეგ კომისიის მუშაობა ჩაიშალა და დარჩენილ კანდიდატებთან გასაუბრება გადაიდო.

 

„ის, რომ აღნიშნული ინციდენტიდან უმოკლეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, ცხადყოფს რომ ეს ქმედება მათ მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, დეტალურად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება," - ნათქვამია მერიის  განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !