
თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟოს მინისტრმა ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ნოდარ ხადურს გემრიელი კერძებისთვისაც გადაუხადა მადლობა.
"მადლობას ვუხდი საქართველოს ფინანსთა მინისტრს იმისათვის, რომ ასეთ თბილ ატმოსფეროში მიგვიღო, აქამდეც მესაუბრებოდნენ ქართულ კერძებზე და ბატონმა მინისტრმა საშუალება მოგვცა, რომ დაგვეგემოვნებინა ქართული კერძები. მთელ სამინისტროს ვუხდი მადლობას, ერთ დღეში ამდენი გემრიელი საკვები არ მიმიღია", - განაცხადა ჯანიქლიმ.