„გავეღადავე პატრულს... მომეშალა ძააან ნერვები... ავდექი და ვაგინე“

Image

დღეს გავრცელებული ვიდეორგოლების გმირი, ეკა ყურშიტაშვილი, რომელიც კადრებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს არ ემორჩილება, „უფროსობასთან“ დარეკვით აშინებს და მათ ნათესავებს არცთუ სახარბიელო კონტექსტში მოიკითხავს, აცხადებს, რომ არანაირ დავით ცინარიძეს არ იცნობს.

 

მისი თქმით, პატრულის თანამშრომელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, დავით ცინარიძის გვარი მხოლოდ დაშინების მიზნით უხსენა.

 

„არანაირ დავით ცინარიძეს არ ვურეკავ. ჩემს მეგობარს ვურეკავდი. სამ თვეში 5500 ლარი გადავიხადე ჯარიმა და დავით ცინარიძეს რომ ვიცნობდე, ამდენ ჯარიმას არ გადავიხდიდი. გავეღადავე პატრულს. როცა ჭამენ ამნაირი იდიოტი პატრულები, უნდა აჭამო. დავით ცინარიძეს ასი წელი არ დავურეკავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მით უფრო, რომ არც ვიცნობ.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ეკა ყურშიტაშვილმა.

 

დამნაშავე ქალბატონი პატრულის თანამშრომლის შეურაცხყოფას გაღიზიანებით ხსნის და ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ მას პატრულის ერთი თანამშრომელი გადაეკიდა, რომელიც ხშირად აჩერებდა და საბუთების ნაცვლად ტელეფონის პირად ნომერს სთხოვდა.

 

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა პატრულის ერთი თანამშრომელი. 24 საათის განმავლობაში დამინახავდა თუ არა, ქუჩაში მაჩერებდა და ტელეფონის ნომერს მთხოვდა ყოველთვის საბუთების მაგივრად.

 

შემდეგ ერთ დღეს, ზაფხულში მოვდიოდი პეკინზე და ვსაუბრობდი ტელეფონზე. დამინახა პატრულის თანამშრომელმა, რომელიც გვერდზე მომყვებოდა პატრულის მანქანით, მაგრამ არ გამაჩერა და არ გამოუწერია ჯარიმა. არადა ჩვეულებრივად შეეძლო ეთქვა, რომ 707 გადააყენე, დაგიწერ ჯარიმას.

 

არ გამაჩერა, წამოვედი ჩემს გზაზე. ვაჟაზე მოვდიოდი და ვისკის სახლთან მეძახის საერთოდ სხვა პატრული - 707 გააჩერე. ამოვიღე საბუთები მივეცი, ვკითხე რა დავარღვიე-თქო. მომეშალა ძააან ნერვები. ავდექი და ვაგინე. ყელში ამომივიდა, ყოველდღე მაჩერებ ,უკვე ამის ატანა შეუძლებელია.“ - ამბობს ეკა ყურშიტაშვილი.

 

მისივე განცხადებით, ვიდეოების გავრცელების შემდეგ მას სამართალდამცავი უწყებიდან არავინ შეხმიანებია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !