
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე ვიდეომასალას ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, რომ ქალბატონი პატრულს ჯარიმის გამოწერის საშუალებას არ აძლევს, შეურაცხყოფას აყენებს და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, დავით ცინარიძესთან რეკავს.
ცინარიძესთან საუბრისას ის პოლიციელებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.