
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მედიას ვიდეორგოლი წარუდგინა, რომლებშიც დარღვევების მქონე რიგითი მოქალაქეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე „ზემოდან დარეკვით“ გავლენის მოხდენას ცდილობენ.
ჯაფარიძის ინფორმაციით, აღნიშნულ ვიდეომასალაში მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს.
ყურშიტაშვილი არც უწმაწურ ლექსიკონთან არის მწყრალად და „მოკითხვას უგზავნის“ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ახლობლებს.