
ფინანსთა სამინისტროს კლიპმა „უნდა განაბაჟო“, რომელიც საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვას ეხება, საზოგადოება გვარიანად ახალისა.
კლიპთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებები ძირითადად უარყოფითი ხასიათისაა.
„ღმერთო, მეტეორი ხადურს ესროლე ამ კლიპისთვის!:) რატომ უნდა გადაიღო იუმორისტულ ჟანრში კლიპი საბაჟოზე, განბაჟება საღადაო თემაა?
შიდა მოხმარებისთვის ან კორპორატიული მოხმარებისთვის ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ:) ამაზე უარესებიც გამიკეთებია:) მაგრამ როცა საჯარო ხდება, ტეხავს ეს კლიპი, თუ კლიპი ამბობს, რომ უნდა განვაბაჟო, მეტი სერიოზულობა მართებს უწყებას!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„როგორც „სანდო წყარო“ იუწყება: მებაჟეების წარმატებული მუსიკალური დებიუტის შემდეგ, მესაზღვრეები აპირებენ დადგან ცეკვა, სახელწოდებით - „გადაკვეთე“- ჩვვვეულ ამპლუას არ ღალატობს გოგა ხაჩიძე.
„რა იყო ამ კლიპში სკანდალური, ან საკრიტიკო? რაღაც მხიარული გადაუღიათ, თავადაც გაერთნენ და ჩვენც გაგვართეს.
ყველაფრის ასე სერიოზულად აღქმა და ყველფრის გამო სხვისი გინება მაგარ ტიპობად ითვლება?! მე ძალიანაც მომეწონა და გავერთე კიდეც! დააბრუნეთ კლიპი თავის ადგილზე! ყველანი ასეთი სერიოზულები და დაბოღმილები როგორ ხართ? ცოტა გაიღიმეთ, ხალხო!“ - ოპტიმიზმისკენ მოუწოდებს საზოგადოებას მერაბ მეტრეველი.
„საბაჟოს „უნდა განაბაჟო“-მ განბაჟება როგორ გაიარა? )
p.s. ვერ ვიჯერებ ამ კლიპს, ციკანზეც კი არ მიდის )))“, - წერს ნოე სულაბერიძე.
„აი, Robin Thicke-ს ქოცური კოპიოც :) როგორი მდარე ხარისხის კოპიოც ეს კლიპია, ორიგინალის შინაარსს სასაცილოობამდე აცდენილი, აი ისეთი შეფარდებაა წინა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის“ - დაასკვნა კლიპის მაგალითზე დავით დარჩიაშვილმა.