-
2015-01-23 18:43
შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან მოულოდნელ გადადგომას სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
„ჭიკაიძემ იცის, რომ გადადგა?" - ეს იყო პირველი კთხვა, რაც დაებადა გიგა ნასარიძეს.
„ღარიბაშვილის გადადგომისთვის ნეტა ვის მოკლავენ?
ტფუი!
ძალიან მალე ყველა მიხვდება ყველაფერს! იმას, რასაც ეხლა არ ვამბობ, იმიტომ რომ აზრი არა აქვს!მიხვდება და გა ოგნებისგან ან შიშის გამო ხმასაც ვერ ამოიღებს!!!"- ასკვნის ირინა სარიშვილი.
„გადაწყვეტილება ნამდვილად უპრიანია, მაგრამ აქამდე იყო რო მინისტრი?:) გადადგომა არ მიდის ამ ამბავზე", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ჭიკაიძე გადადგაო ისე ამბობენ, თითქოს აქამდე იყო"...- იგივე აზრს ავითარებს ეკა ხერხეულიძე.
„ამის და ამისნაირების ცოდვა მიეცა ბიძნა ივანიშვილს, ხო ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ" . . . - ჩამოარიგა ჭიკაიძის ცოდვები თეა თუთბერიძემ.
„ჭიკაიძე გადადგა ! კი მაგრამ ეს რა განცხადებაა ?! !!! და რატომ თვლის, რომ მისი გადადგომით მოიხსნება კითხვები ხელისუფლების მიმართ ????" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.