
დონატებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო, რამდენიმე სპეციფიკური ინგრედიენტის მარაგი ძალიან სწრაფად ამოიწურა, რის გამოც ხუთშაბათს და პარასკევს დონატები არ გაიყიდება.
სოსო ფხაკაძის განცხადებით, რომელსაც "ვისოლ ჯგუფი" ავრცელებს, ამერიკელი პარტნიორების დახმარებით აშშ–დან საჰაერო გადაზიდვის გზით უკვე გამოიგზავნა საჭირო პროდუქტები
"დონატებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო რამოდენიმე სპეციფიკური, უნიკალური ინგრედიენტის მარაგი ძალიან სწრაფად ამოვწურეთ.
მარაგების შევსება კი ჩვენს რეგიონში არსებული წყაროებიდან ვერ მოხერხდება. თუმცაღა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით აშშ-დან საჰაერო გადაზიდვის გზით უკვე გამოიგზავნა საჭირო პროდუქტები.
ამას გარდა, რამოდენიმე დღის წინ სხვა სახის, ასევე, აუცილებელი მარაგები სატვირთო მანქანებით გამოგზავნილ იქნა გერმანიიდან,"– ნათქვამია სოსო ფხაკაძის განცხადებაში.
ზემოაღნიშნულის გამო, ფხაკაძს განცხადებით, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს და პარასკევს, 2 დღის განმავლობაში დონატები არ გაიყიდება.