-
2015-01-16 21:12
ხელჩართულ ჩხუბსა და ცემა-ტყეპაში გადაიზარდა ძველით ახალი წლის აღნიშვნა გორის რაიონის საკრებულოს წევრების მიერ რესტორან "ნაჭარმაგევში" შეკრებისას. ამის შესახებ ტვ "თრიალეთი" იტყობინება და კადრებსაც ავრცელებს.
"დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი მეზობელი სუფრის წევრებმა სასტიკად სცემეს ისე რომ მას სახესა ხელზე ქირურგიული მანიპულაციის ჩატარება დასჭირდა. თავად როსებაშვილი აცხადებს, რომ არ უჩხუბია და არ იცის, რა ვიდეო აქვს "თრიალეთს". ჩხუბის შესახებ არ საუბრობენ საკრებულოს სხვა წევრებიც, რომლებიც კადრებშიც ჩანან.