
იტალიის ქალაქ ტრამინერთან ახლოს მდებარე სოფელში, სადაც მთის ძირას ფერმაა განლაგებული და იქვე მათი მფლობელებიც ცხოვრობენ, მთიდან მოწყვეტილმა ლოდებმა კინაღამ ტრაგედია დაატრიალა.
ერთმა უშველებელმა ლოდმა, რომელიც მთის ფერდობიდან ჩამოგორდა, სათავსს გადაუარა და მიწასთან გაასწორა, მეორე ლოდი კი ზედ იმ კარის ზღურბლთან გაჩერდა, რომლის მიღმაც ათზე მეტი ადამიანი ათევდა ღამეს. მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.