
"კურიერში" ჩართვის დროს გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია საქართველოში დაბრუნება არჩევნებამდე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ამას ხალხი გააკეთებს.
მისივე თქმით, ახლა დადგა დრო, როცა "ჩვენი მეგობრები ძლიერდებიან, მტერი კი სუსტდება", რაც იმის მიმანიშნებელია, რომ "ივანიშვილისთვის ძალიან ცუდი კომბინაცია დაჯდა".