-
2014-01-31 16:46
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის ძალოვან სტრუქტურებს მიმართავს და სამხედროებს მოუწოდებს, დარჩნენ ნეიტრალურ პოზიციაზე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით.
აღნიშნულის შესახებ რასმუსენი საკუთარ მიკრობლოგზე, „ტვიტერზე“ წერს.
„უკრაინელი სამხედროები პატივისცემას იმსახურებენ და შედეგად ნეიტრალურ პოზიციაზე უნდა დარჩნენ. მე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებული ვაკვირდები. მხარს ვუჭერ უკრაინაში ახლადშემოღებული კანონების გაუქმებას, მაგრამ ძალიან მაშფოთებს ძალოვანების კრიზისში ჩაბმის მცდელობის სურვილი“, - აცხადებს რასმუსენი.