
პარიზში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დანიის პრემიერმინისტრი ჰელე ტორნინგ-შმიტტიც ჩავიდა. როცა ის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად მიემართებოდა, კიბეზე ჩასვლისას ფეხი გადაუბრუნდა და დაეცა.
პრემიერი სწრაფადვე წამოდგა, კოლგოტი და ჩექმები ადგილზევე გაიწმინდა და გზა ჩვეულებრივად, სახეზე ღიმილით გააგრძელა.