სოციალურ ქსელებში 22 იანვრით დათარიღებული ვიდეომასალა გავრცელდა. მასზე აღბეჭდილია, როგორ ესვრიან „ბერკუტის“ წევრები ევრომაიდნელებს.
„იარაღის მფლობელებმა ყურადღება გაამახვილეს გასროლაზე, რომელიც 94-ე წამზე ჩანს. მათი განმარტებით, იარაღის უკუცემიდან და გასროლის ხმიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაასკვნა, რომ მსროლელი რეზინის ტყვიას ისვრის“, - ასეთი კომენტარი აქვს ვიდეოს ევრომაიდნის გვერდზე „ფეისბუქში“.