-
2014-01-31 14:53
კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მუხროვანის სპეცოპერაციის დროს დაპატიმრებულთა საქმეზე ერთ-ერთი პროკურორი ამჯერად მისი და ვანო მერაბიშვილის საქმის ბრალმდებელია.
აღნიშნულის შესახებ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მუხროვანის ამბოხზე დაპატიმრებულთა საქმეზე ერთ-ერთი პროკურორი ნათია სონღულაშვილი იყო, სწორედ ის, რომელიც ახლა ვანოს და ჩემი ბრალმდებელია. მაშინ ქალბატონი პროკურორი აღმკვეთი ღონისძიენის სახით დაკავებულთა პატიმრობას ითხოვდა და ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის მიზანშეწონილობას ასაბუთებდა. საინტერესოა, ახლა რას ფიქრობს ქალბატონი პროკურორი ღარიბაშვილ-ჩოკუტაევის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე“, - წერს ჭიაბერაშვილი.