
უკრაინული მედია ავრცელებს ერთი კვირის წინ კიევის ევრომაიდნიდან დაკარგული აქტივისტისა და ევრომაიდნის ერთერთი ორგანიზატორის დიმიტრი ბულატოვის ფოტოს.
ცნობა იმის შესახებ, რომ დიმიტრი ბულატოვი ცოცხალია, თავდაპირველად რადას დეპუტატმა, „ბატკივშინას“ წევრმა იური სტეცმა დაწერა: „დიმიტრი ბულატოვი ცოცხალია!“.
ევრომაიდნიდან ბულატოვის გაუჩინარება „ემნისტი ინტერნეიშენლის“ მოხსენებაშიც მოხვდა: ის 22 იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა. ბულატოვის გაუჩინარება „ბერკუტის“ მიერ ევრომაიდნის დარბევას დაემთხვა.