-
2014-12-27 23:37
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს რესტორან "ბაგრატიონში" შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ ტოვებენ მინისტრები და დეპუტატები რესტორანს. მათ შორის იყვნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უმრავლესობის ლიდერები დავით საგანელიძე და ზაქარია ქუცნაშვილი და სხვა დეპუტატები.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუკრი ქანთარიას ინფორმაციიით, რესტორან "ბაგრატიონში" დღეს გამართული შეხვედრა წინასაახალწო განწყობის იყო და ისინი პოლიტიკური საკითხების განხილვის მიზნით არ შეკრებილან.
დეპუტატის თქმით, რესტორან "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები.
"რუსთავი-2", "ინტერპრესნიუსი".