
27 დეკემბერს პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ყველაზე მეტი გამოხმაურება დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის საქციელს მოჰყვა, რომელიც აკაკი ბობოხიძეს ზურგიდან მიეპარა და მიკროფონს ურტყამდა.
„ფეისბუქის“ მომხმარებლებმა აკაკი ბობოხიძის მიმართ ომარ ნიშნიანიძის მხრიდან არცთუ შორეულ წარსულში დითირამბების მღერა და „პაკლონი“ გაიხსენეს, უმრავლესობა კი ომარ ნიშნიანიძის გამოსვლას იხსენებდა ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში, 2013 წლის იანვარში.
„მაგალითად, ქუთაისი შეიძლება იყოს საპორტო ქალაქი. შეიძლება ეს ოცნების სფეროა, მაგრამ მე წამიკითხავს უამრავი გამოჩენილი აკადემიკოსების სტატია, ეს ეხებოდა ვარციხემდე რიონის დაღრმავებას.
იყო ვარაუდი, რომ საზღვაო გემები შეიძლება შემოვიდეს ქუთაისში ვარციხემდე და ამაზე იყო სერიოზული ფინანასური გათვლები და მე შემიძლია, ამის მასალები მოგაწოდოთ", განაცხადა „რიონის“ ეთერში ომარ ნიშნიანიძემ.