-
2014-12-24 15:16
პარლამენტის დღვანდელ პლენარულ სხდომაზე, გოგა ხაჩიძის სიტყვით გამოსვლის დროს, სასესიო დარბაზის უკანა რიგებში ჩოჩქოლი ატყდა.
როგორც გაირკვა, სიტყვიერი შეკამათება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილსა და უმრავლესობის წარმომადგენელ დავით ლორთქიფანიძეს შორის, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მანდატურებმა დავით ლორთქიფანიძეს სხდომათა დარბაზი დააატოვებინეს.
ლევან ბეჟაშვილს კი დეპუტატებმა ფოიეში გასვლის საშუალება არ მისცეს და დარბაზში დააბრუნეს.
ფოიეში გამოსულმა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ტყუილების თქმას არ გადაეჩვია და ამის პატიება არ შეიძლება.