
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი "არჩევანის" წამყვანს გიორგი გაბუნიას შეეკამათა, როცა ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ როცა უკრაინის თემა მწვავდებოდა, ხელისუფლებაში მყოფი "თავისუფალი დემოკრატების" მინისტრების ატიურობა არ ახსენდება.
"ძალიან მოკლე მეხსიერება გქონიათ, გიორგი, თუ გინდათ, მე ჩაგიტარებთ კიდევ ერთ ისტორიულ ექსკურსს, ყველას ახსოვს ჩემი მაშინდელი განცხადებები როგორც"ფეისბუქზე", ასევე სხვა აქტივობაც და ჩასული ვიყავი კიდეც კიევში და შევხვდი იქ ჩემს კოლეგას", - აღნიშნა "არჩევანში" ჩართვისას ალექსი პეტრიაშვილმა.