
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი 2013 წელს ავღანეთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს იხსენებს და მისი ვიზიტის შემდეგ ქართულ ბაზაზე მომხდარ თავდასხმაში მას ირიბად ადანაშაულებს.
განცხადება პეტრიაშვილმა "არჩევანში" გააკეთა და განაცხადა, რომ სააკაშვილმა მიუტევებელი დანაშაული ჩაიდინა, როცა წინასაახალწლო ვიზიტი დაანანოსა: "ამას მოჰყვა კატასტროფა", - თქვა "არჩევანში" პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯი მაშინ ანტისახელმწიფოებრივი იყო. "არავის, მით უმეტეს, ასეთ მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირს არა აქვს უფლება, საფრთხის ქვეშ დააყენოს ჯარისკაცების სიცოცხლე", - განაცხადა მან.