-
2014-12-23 20:42
"რუსთავი-2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა "უზრდელი" უწოდა, აგინა, მასზე გაიწია და დარბაზიდან მისი გაგდებაც მოითხოვა. ნიკა გვარამია ყველა ტელევიზიის თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვდა, რა დროსაც ჟორჟოლიანმა მას წარსული შეახსენა, რასაც კამათი მოჰყვა.
კამათი, რომელიც ჟორჟოლიანსა და გვარამიას შორის დაიწყო, მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას მოჰყვა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მანდატურების გამოძახება გახდა საჭირო. პროექტის განხილვაში ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დებატები მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სპონსორობის მიღების უფლების შენარჩუნების საკითხს, რასაც კერძო ტელევიზიები არ ეთანხმებიან.
ბმული ვიდეოზე: "მოამბე"