
არქეოლოგი იულონ გაგოშიძე, ფაქტობრივად, ერთადერთია, ვინც ბერი კლდეების განადგურების საფრთხის გამო განგაში ატეხა. მისი თქმით, ის რაც ადგილზე ხდება, უბრალოდ, ბარბაროსობაა.
ბერი კლდეების პრობლემაზე სიუიჟეტი "პოსტსკრიპტუმში" ნოდარ მელაძემ მოამზადა. იულონ გაგოშიძეს ეგონა, რომ დაპირებისამებრ, ყორღანების ადგილას, სადაც უძველესი კულტურის ნაშთებია, მუშაობას არ გააგრძელებდნენ.