
"საქართველოს ხელისუფლება ცრუობს, როცა აცხადებს, თითქოს ჩვენ ქართველ ოფიცრებს უკრაინაში წასვლისკენ მოვუწოდებთ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცხრასაათიან "კურიერში" ჩართვის დროს განაცხადა.
"ჩვენ ჩავიბარეთ მშიერი და გაუბედურებული ჯარი. რა იყო მაშინ და რა არის ახლა... და როგორ შეიძლება, მე მოვუწოდო ქართველ ოფიცრებს, დატოვონ თავდაცვის სამინისტრო და ის გადააბარონ პუტინს?
მაგრამ მეორე მხრივ, თავდაცვის მინისტრი დღეს არის ის პირი, ვინც იბარებდა ამ ჯარისკაცებს, როცა კონტრდაზვერვაში იყო და ეუბნებოდა მათ, რომ მათ მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, თუ წავლენ უკრაინაში, ხოლო მისი მოადგილე არის უშუალოდ პუტინის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, ბურჯანაძის შტაბის წევრი...
საქართველოს ხელისუფლება ცროუბს, როცა აცხადებს, თითქოს ჩვენ ქართველ ჯარისკაცებს უკრაინაში წასვლისკენ მოვუწოდებთ, მაგრამ მე მესმის იმ ქართველების, ვინც უკრაინაში ჩადის და იქ თავისუფლებისთვის იბრძვის, მე თითოეული მათგანით ვამაყობ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.