
ვარკეთილში 19 წლის ბიჭი შეყვარებულის ოჯახის წევრებმა მოკლეს. მანამდე გოგომ ბიჭს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც წყვილი ერთმანეთს შეხვდა. როცა ისინი ბიჭის მანქანაში ისხდნენ, მანქანას უკანა მხრიდან გოგოს ოჯახის წევრები მიადგნენ.
მათ გოგო თავიანთ მანქანაში გადაიყვანეს, ბიჭთან საქმის გასარჩევად კი გოგოს მამა, პაპა და ბიძა დარჩნენ. ერთმა მათგანმა, სავარაუდოდ, გოგოს მამამ, 19 წლის ბიჭს ზურგიდან დანა დაარტყა. ამის შემდეგ ბიჭი მანქანაში მიატოვეს წავიდნენ. 19 წლის ახალგაზრდა სისხლისგან დაიცალა. მას ჭრილობა გულთან ახლოს ჰქონდა მიღებული.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია გოგონას მამა. როგორც „მაესტროს“ მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონას, რომელზე ძალადობასაც 19 წლის ბიჭს ედავებოდნენ, ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.
მოკლულის ოჯახი ითხოვს, გამოძიება ჯგუფური თავდასხმისა და მკვლელობის კუთხით წარიმართოს და დამნაშავეები დაისაჯონ.
ვიდეო: "მაესტროს" სიუჟეტი